ხშირად დასმული კითხვები

  • რა კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდე თიბისი ონლაინ განვადებით სარგებლობისთვის?

    უნდა იყო სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე და გქონდეს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში. სულ ესაა.

  • რომელ მაღაზიაში შევძლებ ონლაინ განვადებით სარგებლობას?

    პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალს ნახავ მისამართზე: www.tbcganvadeba.ge

  • რა დრო სჭირდება განვადების დამტკიცებას?

    განვადების განაცხადზე გადაწყვეტილებას გაიგებ რამდენიმე წამში. თუ განვადება დამტკიცდება, მაგრამ შემოსავლების დადასტურება იქნება საჭირო, შეგიძლია მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთო ვებ-გვერდიდანვე: www.tbcganvadeba.ge, ფაილების განხილვა მაქსიმუმ ნახევარ საათში მოხდება. გთხოვ გაითვალისწინე, რომ შემოსავლის დოკუმენტაციის განხილვა ხდება:

    • ორშაბათი - შაბათი, დილის 10-დან 19:00 საათამდე, შესაბამისად 19:00 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს დილის 10 საათიდან.
    • კვირა: დილის 10 საათიდან 18:00 საათამდე, შესაბამისად 18:00 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს 10 საათიდან.

  • დამიმტკიცდა ონლაინ განვადება, მაგრამ მთხოვს შემოსავლის დამადასტურებელი ჩარიცხვების ატვირთვას, სად გადმოვაგზავნო?

    გახსენი ვებ გვერდი www.tbcganvadeba.ge აირჩიე განაცხადის გაგრძელება, გაიარე ავტორიზება და ვებ გვერდზე აგვიტვირთე ფაილები. თითო ფაილის მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 მეგაბაიტს.

  • ხელფასს ვიღებ ხელზე, როგორ დაგიდასტუროთ რომ მაქვს შემოსავალი?

    განაცხადის შევსებისას შეგიძლია მიუთით, რომ ხელფასს იღებ ხელზე. 

    შემოსავლის გადასამოწმებლად კი მოითხოვო ადგილზე ვიზიტი ან ვიდეო ვიზიტი.

  • ჩარიცხვების ამონაწერში რა უნდა ფიქსირდებოდეს?

    ამონაწერში უნდა ფიქსირდებოდეს ჩარიცხვები შემდეგი დანიშნულებით: ხელფასი, ბონუსი, პრემია, სარგო, გზავნილები.

  • თიბისიში მერიცხება ხელფასი, იქნებ თქვენ გადაამოწმოთ ჩარიცხვები

    თიბისის ჩარიცხვებს აუცილებლად ვამოწმებთ, აუცილებელია რომ განაცხადში მიუთითო ზუსტად ის თანხა რასაც ხელზე იღებ. თუმცა, როცა განაცხადით მოთხოვნილი თანხისთვის საჭიროა მეტი შემოსავლის დადასტურება, გვჭირდება შესაბამისი ამონაწერის მოწოდება.

  • განაცხადმა მომთხოვა თანამონაწილეობა. რას ნიშნავს და როგორ მოვიქცე?

    ეს ნიშნავს, რომ დაგჭირდება მთლიანი საფასურის ნაწილი გადაიხადო ნივთის მიღებამდე. თანამონაწილეობის თანხის დასაფარად, დაუკავშირდი კომპანიას.

  • ვირჩევ გადახდის თარიღსა და ყოველთვიურ გადასახდელ თანხას, გამოდის გაფრთხილება. როგორ გადავიდე შემდეგ გვერდზე

    მიყევი ვებ გვერდზე გამოტანილ რეკომენდაციებს და შეცვალე არჩეული პირობები.

  • ონლაინ განვადების ხელშეკრულება დავადასტურე და ახლა რა ვქნა?

    თუ ხელშეკრულება ვებ გვერდზე დაგვიდასტურე, ახლა უნდა დაელოდო მაღაზიიდან ზარს ან შეგიძლია თავად დაუკავშირდე კომპანიას და გაიგო ნივთს როდის მოგაწოდებენ.

  • ონლაინ განვადების განაცხადი როგორ გავაუქმო?

    • თუ ხელშეკრულება ჯერ არ დაგიდასტურებია ონლაინ განვადების განაცხადი თავად შეგიძლია გააუქმო. ამისთვის შედი ვებ გვერდზე www.tbcganvadeba.ge, აირჩიე განაცხადის გაგრძელება, გაიარე ავტორიზაცია და მარცხენა ქვედა კუთხეში დააჭირე ღილაკს განაცხადის გაუქმება.
    • თუ ხელშეკრულება უკვე დადასტურებული გაქვს, გთხოვ მიმართე იმ მაღაზიას სადაც განვადება შეავსე და ისინი დაგეხმარებიან გაუქმებაში.

  • ლიმიტის დამტკიცება

    ონლაინ განვადებაზე შეგიძლია შემოხვიდე ვებ გვერდზე www.tbcganvadeba.ge, შეავსო ლიმიტის განაცხადი და წინასწარ გაიგო რა თანხა გიმტკიცდება. დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შეგიძლია თიბისი ონლაინ განვადების ნებისმიერ პარტნიორ მაღაზიასთან. მაღაზიების ჩამონათვალს ნახავ აქ
    ლიმიტის დამტკიცების შემდეგ, შეგიძლია პარტნიორი მაღაზიებიდან შეარჩიო სასურველი ნივთი. დამტკიცებული ლიმიტით ნივთის შეძენისთვის:

    1. პარტნიორი მაღაზიის ვებ გვერდზე აირჩიე თიბისი განვადება
    2. www.tbcganvadeba.ge -ზე გაიარე ავტორიზება
    3. აირჩიე დამტკიცებული ლიმიტი
    4. დაასრულე განაცხადის შევსება და დაგვიდასტურე ხელშეკრულების პირობები
    5. დაელოდე კომპანიის დაკავშირებას განვადება დაგიკორექტირდება ნივთის ღირებულების შესაბამისად.

  • გუშინ დამიმტკიცდა განვადება, მაგრამ ვეღარ დავადასტურე ხელშეკრულება. ახლა როგორ დავადასტურო?

    შეგიძლია შეხვიდე ვებ გვერდზე www.tbcganvadeba.ge აირჩიო განაცხადის გაგრძელება, გაიარო ავტორიზება და დაადასტურო ხელშეკრულება.

  • მივიღე SMS, რომ განახლდა პირობები და თავიდან დავადასტურო ონლაინ განვადების ხელშეკრულება. რატომ განახლდა პირობები?

    დადასტურებული განაცხადის დამუშავება ვერ მოხერხდა სამუშაო საათების დასრულებამდე. შემოდი ვებ გვერდზე www.tbcganvadeba.ge, აირჩიე ჩემი ხელშეკრულებები, გაიარე ავტორიზება და მითითებულ განაცხადზე განმეორებით დაგვიდასტურე ხელშეკრულება.

დახმარება